კომპანიის შესახებ

Pinex არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაში. ჩვენი ძირითადი ფოკუსი კორპორატიული ტვირთების გადაზიდვაა, რაც მოიცავს სრულ ციკლს: მომწოდებლის შერჩევის კონსულტაციიდან ტვირთის შემოსვლამდე. კომპანიებს ვთავაზობთ მომსახურებებს, რომლებიც ამარტივებს საერთაშორისო შესყიდვებს და ამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს.

რას გთავაზობთ

Pinex სპეციალიზებულია ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაში და გთავაზობთ სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის.

ტრანსპორტირების ტიპები:
საჰაერო ტრანსპორტირება
მიწოდების ვადა შეადგენს 5-8 სამუშაო დღეს. ფასი დგინდება მოცულობითი წონის მიხედვით.
სახმელეთო ტრანსპორტირება
მიწოდების ვადაა საშუალოდ 20-23 სამუშაო დღე. ფასი დგინდება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით, ამანათის ტიპიდან გამომდინარე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
დამატებითი სერვისები:
* ამანათის აღება მითითებული მისამართიდან ჩინეთის ნებისმიერ რეგიონში
* ტვირთის დაჯგუფება და მომზადება გადაზიდვისთვის
* არასტანდარტული ან მოცულობითი ტვირთების ტრანსპორტირება
* კონსულტაცია მიმწოდებლების შერჩევასა და შესყიდვების პროცესში
* მხარდაჭერა ჩინურ საიტებზე რეგისტრაციასა და მისამართების შევსებაში (მაგ. 1688.com, Pinduoduo და სხვა)
შიდა საკურიერო მომსახურება საქართველოში:
თბილისში და რეგიონებში ვთავაზობთ ტვირთის მიწოდებას თქვენი მისამართის მიხედვით. ტარიფები განისაზღვრება წონისა და ლოკაციის მიხედვით. შესაძლებელია სწრაფი მიტანა ჩვენი პარტნიორი პლატფორმის მეშვეობით.
სერვისები

ჩვენი სერვისები

მიიღე უფასო კონსულტაცია
დაგვიკავშირდით