მომსახურების ძირითადი პირობები
(დამტკიცებულია 2025 წლის ოქტომბერში)
შემსრულებელი: შპს პინექსი და კომპანია“ ვებ-გვერდი: www.pinex.ge მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის შესახვევი 2ა,მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორი. ტელეფონი: (+995) 544 44 05 50 მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „პინექს ჯორჯია“-ს სერვისებით.
1. რეგისტრაცია
1.1. ვებ-გვერდზე www.pinex.ge რეგისტრაციის გავლისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება კომპანიის მომსახურების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
1.2. რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური კოდი („ოთახის ნომერი“), რომლის მეშვეობითაც იდენტიფიცირდება მისი ამანათები.
1.3. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სარწმუნო მონაცემები. არასწორი ინფორმაციის მითითება შესაძლოა გახდეს ანგარიშის დაბლოკვის საფუძველი.
1.4. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი მონაცემების კონფიდენციალურობა და არ გადასცეს მესამე პირს.
1.5. რეგისტრაციისას მოწოდებული მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შპს პინექსი და კომპანია ახორციელებს მომხმარებლის ამანათების ტრანსპორტირების ორგანიზებას ჩინეთიდან საქართველოში, საჰაერო და საზღვაო გზით. 2.2. მომსახურება მოიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილი ამანათის მიღებას კომპანიის ჩინურ საწყობში, გადაზიდვას საქართველოში და მისი მიწოდებას ფილიალში ან მომხმარებლის მიერ შერჩეულ მისამართზე.
2.3. ტრანსპორტირების საფასური განსაზღვრულია კომპანიის ვებ-გვერდზე და უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ამანათის გაცემამდე.
3. ტრანსპორტირების პირობები
3.1. შპს „პინექს ჯორჯია“-ს ჩინეთის მისამართზე ჩაბარებული ამანათი, რომელზეც დატანილია მომხმარებლის სახელი, გვარი და ოთახის ნომერი, მიიჩნევა მისი საკუთრებად.
3.2. დაუდეკლარირებელი ამანათის შემთხვევაში, კომპანიის უფლებამოსილია გადაამოწმოს ინფორმაცია გამყიდველთან.
3.3. კომპანია არ აგებს პასუხს ტვირთის შიგთავსზე, თუ ის არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ან არ არის სათანადოდ შეფუთული.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ შეავსოს დეკლარაცია ამანათზე, მიუთითოს პროდუქტის დასახელება, ფასი და ატვირთოს ინვოისი.
3.5. ტრანსპორტირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ამანათის გაცემა.
3.6. მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის გამოგზავნამდე.
3.7. კომპანია ახორციელებს საკურიერო მომსახურებას საქართველოს შიდა ტერიტორიაზე ვებ-გვერდზე მითითებული ტარიფებით.
3.8. აკრძალულია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა შეზღუდულია საერთაშორისო ან ავიაკომპანიის რეგულაციებით. აკრძალული ნივთების სია მოცემულია ვებ-გვერდზე: https://pinex.ge/wesebi-da-pirobebi.
3.9. კომპანიის საწყობიდან ამანათები იგზავნება განსაზღვრული განრიგით, რომლის ცვლილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე.
3.10. ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული ისე, რომ გამორიცხული იყოს დაზიანების რისკი ტრანსპორტირებისას.
3.11. ამანათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. შემდგომში პრეტენზია აღარ მიიღება.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. კომპანიის პასუხისმგებლობა
4.1.1. კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადო შეფუთვის ან მესამე პირის მიერ გამოწვეული დაზიანებისთვის.
4.1.2. არ ანაზღაურდება ზიანი, თუ ნივთი შეძენილია მეორადად ან კერძო პირისგან.
4.1.3. კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა დადასტურდება ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება კომპანიის ბრალეულობით.
4.1.4.ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი უვნებლად იყო ჩაბარებული ჩინეთის საწყობში და საქართველოში დაფიქსირდა დაზიანება.
4.1.5. კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებებზე, დაგვიანებულ რეისებზე, ბუნებრივ მოვლენებზე ან სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებებზე.
4.1.6. თუ მომხმარებელმა გადასცა აკრძალული ტვირთი, კომპანია არ არის ვალდებული უზრუნველყოს მისი დაბრუნება ან ანაზღაურება.
4.2. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
4.2.1. მომხმარებელი ვალდებულია სწორად შეავსოს დეკლარაცია და წარმოადგინოს ინვოისი ან საგადახდო დოკუმენტი მოთხოვნისთანავე.
4.2.2. მომხმარებელი აგებს პასუხს თავისი მონაცემების სიზუსტეზე და ვალდებულია დროულად გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური.
4.2.3. მომხმარებელი ვალდებულია ამანათის მიღებისას შეამოწმოს შეფუთვა და დაზიანების შემთხვევაში განაცხადოს დაუყოვნებლივ.
4.2.4. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის წესები და თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
5. ტრანსპორტირება და შენახვა
5.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით, რომელთაგან უფრო მაღალია.
5.2. მინიმალური წონა განსაზღვრულია 100 გრამით.
5.3. ტრანსპორტირების საშუალო ვადაა 5–10 სამუშაო დღე საჰაერო გზით და 25–35 დღე საზღვაო გზით.
5.4. საქართველოში ჩამოსვლიდან 60 დღის განმავლობაში მომხმარებელმა უნდა მიიღოს ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს გაანადგუროს ან განკარგოს იგი.
6. დეკლარირება და განბაჟება
6.1. მომხმარებელი ვალდებულია ამანათის დეკლარირება განახორციელოს საქართველოში შემოსვლამდე.
6.2. განბაჟებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ღირებულება აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვარს (300 ლარი ან 30 კგ), იგი ექვემდებარება განბაჟებას.
6.4. ყველა საბაჟო პროცედურა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
7. ამანათის გაცემა
7.1. ამანათის გაცემისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.2. მესამე პირზე გაცემისას საჭიროა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.
7.3. არასრულწლოვანთა სახელზე განბაჟებადი ამანათების გაცემისას აუცილებელია წარმომადგენლის თანდასწრება და შესაბამისი დოკუმენტები. 7.4. ამანათის გაცემისას დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
8. მომსახურების საფასურის გადახდა
8.1. ტრანსპორტირების საფასური უნდა გადაიხადოს ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
8.2. საფასური ითვლება იმ დღის სავალუტო კურსით, როცა ამანათი აისახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
8.3. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ არხებზე, რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდზე.
8.4. გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს სერვისი ან არ გასცეს ამანათი.
9. საკურიერო მომსახურება
9.1. შპს პინექსი და კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საკურიერო მომსახურებას საქართველოს შიდა ტერიტორიაზე.
9.2. მომსახურება ხელმისაწვდომია იმ ქალაქებში, სადაც კომპანიის ფილიალები ფუნქციონირებს.
9.3. საკურიერო მომსახურების ფასები მითითებულია ვებ-გვერდზე: www.pinex.ge/delivery
9.4. მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.
9.5. კურიერი ვალდებულია მიაწოდოს ამანათი მომხმარებლის მითითებულ მისამართზე, თუმცა არ არის ვალდებული აიტანოს სართულებზე.
10. პერსონალური მონაცემების დაცვა
10.1. მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. კომპანია არ გადასცემს მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირს კანონით დადგენილი საფუძვლის გარეშე.
10.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიამ გამოიყენოს მისი საკონტაქტო ინფორმაცია სერვისთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და მარკეტინგული კომუნიკაციისათვის.
11. დამატებითი პირობები
11.1. კომპანია უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, შეცვალოს მომსახურების პირობები ან შეაჩეროს სერვისის მიწოდება მომხმარებლისთვის.
11.2. აგრესიული ქცევა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება ან კომპანიის საქმიანობის შეგნებული შეფერხება შესაძლოა გახდეს მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი.
11.3. კომპანია ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები.
11.4. ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თბილისის საქალაქო სასამართლოში.